Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება


შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება
მომავალ წელს შედარებით მცირდება. 2009 წლის ბიუჯეტის პროექტით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება 500 000.0 ათასი ლარი იქნება, წელს კი ეს უწყება 640,000.0 ათასი ლარით ფინანსდება.
მომავალი წლისთვის თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებაც, წლევანდელთან შედარებით, მცირდება.
2009 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები 950 000.0 ათასი ლარით არის განსაზღვრული, წელს კი თავდაცვის სამინისტროსთვის 1, 395, 225.0 ათასი ლარია გათვალისწინებული.
2009 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვები მომავალი კვირიდან იწყება, დღეს კი ამ საკითხზე პოზიციებს დეპუტატებს პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე და ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური შეუთანხმებენ.
XS
SM
MD
LG