Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის


შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით,

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით,
შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა უნდა შეაჩერონ მოსკოვსა და ნატოს შორის ურთიერთოებების სახიფათო გაუარესება და გამონახონ თანამშრომლობის სფეროები. მაგრამ, როგორც მან მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, შეერთებული შტატები არ შეეგუება იმას, რომ რუსეთმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონები საკუთარი გავლენის სფეროდ აქციოს. "შეერთებული შტატები არ აღიარებს, არ არ აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ჩვენ არ დავთანხმდებით იმას, რომ რომელიმე სახელმწიფოს ჰქონდეს გავლენის სფერო. სუვერენულ სახელმწიფოებს უფლება აქვთ, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები და თვითონ აირჩიონ საკუთარი მოკავშირეები." ბაიდენის თქმით, რუსეთმა და ნატომ უნდა ითანამშრომლონ ალ ყაიდისა და თალიბანის დასამარცხებლად ავღანეთში და ერთად შეამზადონ გზა თავიანთი ბირთვული არსენალის შემცირებისთვის.

XS
SM
MD
LG