Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა და აშშ-ის


საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა და აშშ-ის ელჩმა ხელი მოაწერეს ერთობლივი დოკუმენტის დანართს,

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა და აშშ-ის ელჩმა ხელი მოაწერეს ერთობლივი დოკუმენტის დანართს,
რომელიც ბირთვული მასალების კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესებას შეეხება. ამ მხრივ აუცილებელ ზომებს შორისაა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში ჩართული საქართველოს სახელმწიფო უწყებების სათანადოდ აღჭურვა და მომზადება და ორი ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მიერ ინფორმაციის გაცვლა. ხელმოწერის ცერემონიას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი მაიკლ სტაფორდი დაესწრო.
XS
SM
MD
LG