Accessibility links

logo-print

ობამა და მედვედევი ერთმანეთს ხვდებიან


გრინვიჩის დროით 11 საათსა და 15 წუთზე ლონდონში დაიწყო აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების მოლაპარაკება. მოელიან, რომ ობამა და მედვედევი შეთანხმდებიან ბირთვული იარაღის თაობაზე ახალ ხელშეკრულებაზე. მედვედევთან შეხვედრამდე ობამამ მასპინძელთან, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ გორდონ ბრაუნთან ერთად პრესკონფრენეციაზე აღიარა, რომ, როგორც მან თქვა, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის “ერთობ რეალური” აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. მაგრამ, თქვა მან, ბირთვული გაუვრცელებლობის თემა ორი ქვეყნის საერთო ინტერესების ფართო სპექტრს წარმოშობს.
XS
SM
MD
LG