Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

9 აპრილის აქციის ორგანიზატორები საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ


სამშაბათს 9 აპრილის აქციის ორგანიზატორმა პოლიტიკურმა პარტიებმა გაავრცელეს განცხადება, რომლითაც საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის - რუსეთს კრიზისის დროს რაიმე სახის ჩარევისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ. ”ნუ შეეცდებიან სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით პრეზიდენტის მხარდაჭერას, რომელმაც დაკარგა საკუთარი ხალხის ნდობა; ჩვენ ეს უკვე გავიარეთ 2008 წლის იანვარში, როდესაც ჩვენმა უახლოესმა მეგობრებმა სტაბილურობა არჩიეს დემოკრატიას; სააკაშვილმა ეს მხარდაჭერა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა, მან ეს მწვანე შუქად მიიღო მისი შემდგომი ქმედებებისთვის და ამას მოყვა ომი. მას შემდეგ, ჩვენ აღარ გვქონია არც დემოკრატია, არც ნამდვილი სტაბილურობა; ნუ შეეცდებიან ამ მოვლენების გამოყენებას არასტაბილურობის ხელშეწყობისთვის. ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ იარაღის ჟღარუნი ან პროვოკაცია ამ გარდამავალ პერიოდში აღქმული იქნება როგორც ნიშანი სააკაშვილის ფარული და არაპირდაპირი მხარდაჭერისა, რაც იმის მანიშნებელი იქნება, რომ რუსეთი მხარს უჭერს საქართველოს დისკრედიტირებულ და სუსტ ხელისუფლებას, რომლის იზოლირებაც უფრო ადვილია”, - აღნიშნულია განცხადებაში. 9 აპრილის ორგანიზატორი პარტიები წინასწარ უხდიან მადლობას საერთაშორისო თანამეგობრობას და მის წარმომადგენლებს საქართველოში, გარეშე და შიდა პროვოკაციების თავიდან აცილებაში დახმარებისთვის.
XS
SM
MD
LG