Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევმა და ალიევმა ენერგეტიკის სფეროში თანამშრობლობაზე იმსჯელეს


რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა დმიტრი მედვედევმა და ილჰამ ალიევმა მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებზე. რამდენიმე კვირის წინ რუსეთმა და აზერბაიჯანმა განაცხადეს, რომ მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას 2010 წლიდან გაზით მომარაგების შესახებ. ამ შეთანხმებამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ევროკავშირის მხარდაჭერით მოქმედ "ნაბუქოს" გაზსადენის პროექტს, რომელმაც ევროპას რუსეთის გვერდის ავლით უნდა მიაწოდოს შუა აზიის გაზი. დმიტრი მედვედევმა დღეს განაცხადა, რომ გაზის მიწოდების შესახებ შეთანხმების გაფორმების შანსი "ძალიან მაღალია". ილჰამ ალიევის თქმით, რუსეთთან შეთანხმებას ბევრი დამატებითი ინვესტიცია არ დასჭირდება, ვინაიდან საქმეში სატრანზიტო ქვეყნები არ ფიგურირებს, და გაზსადენები უკვე ადგილზეა. თუმცა, ორივე ლიდერი აცხადებს, რომ პირობები ჯერ კიდევ შესათანხმებელია.
XS
SM
MD
LG