Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: დავით ნარმანია

  • ნიკო ნერგაძე

დავით ნარმანია

დავით ნარმანია

ოთხშაბათს რადიო თავისუფლების დილის პროგრამის სტუმარი იყო ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია. მისი თქმით, დღეს რთული შესაფასებელია, თუ რა გავლენას ახდენს თბილისში მიმდინარე აქციები საქართველოს ეკონომიკაზე - ეს უფრო ნათლად ერთ თვეში გამოჩნდება, როდესაც შესაძლებელი გახდება მაჩვენებლების გასულ წელთან შედარება.

დავით ნარმანიამ საქართველოში ეგვიპტის კომპანია "ფრეშის" ინტერესებზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ კომპანიის ინვესტიციასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჩნდება და ამ კითხვებს სათანადო პასუხს არავინ სცემს. მან განაცხადა რომეს ქმნის ეჭვის საფუძველს, რომ საქართველოს ხელისუფლების განცხადებები ეგვიპტის კომპანიის ინვესტიციების მოცულობასთან დაკავშირებით არაზუსტია და პიარის მიზნითაა გაბერილი.
XS
SM
MD
LG