Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომავალ კვირაში რუსეთისა და უკრაინის პრემიერების შეხვედრა გაიმართება


უკრაინის პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს ოფისი აცხადებს, რომ მომავალ კვირაში ტიმოშენკო მოსკოვში შეხვდება თავის რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს. პუტინი და ტიმოშენკო ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხებზე იმსჯელებენ. ისინი განიხილავენ იმ შეთანხმებაში შესწორებების საკითხსაც, რომელსაც მათ იანვარში მიაღწიეს. უკრაინისა და რუსეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა აპრილის დასაწყისში უნდა გამართულიყო. მოსკოვმა ის გადადო, რის მიზეზადაც დაასახელა უკრაინის მიერ ევროკავშირთან უკრაინის სატრანზიტო სისტემის მოდერნიზაციის შესახებ შეთანხმების გაფორმება.
XS
SM
MD
LG