Accessibility links

logo-print

სირიაში „მუსლიმთა საძმო“ შეუერთდა საპროტესტო აქციებისაკენ მოწოდებას


სირიაში აკრძალულმა ორგანიზაცია „მუსლიმთა საძმომ“ ხალხს მოუწოდა, დღეს ქუჩებში გავიდეს დემონსტრანტების წინააღმდეგ მთავრობის რეპრესიების გამო პროტესტი გამოსათქმელად. ექვსი კვირის წინ სირიაში საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ პირველად მოხდა, რომ მუსლიმთა საძმო საჯაროდ გამოვიდა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის საწინააღმდეგო დემონსტრაციებისაკენ მოწოდებით. აქტივისტები გეგმავენ „რისხვის დღეს“ მეჩეთებში დღევანდელი, პარასკევის ლოცვის შემდეგ მაშინ, როცა ასადის რეჟიმი სულ უფრო მკაცრ რეპრესიებს მიმართავს დემონსტრანტების წინააღმდეგ. სირიაში დაფუძნებული ერთ-ერთი უფლებადამცავი ორგანიზაციის შეფასებით, უშიშროების ძალებს 500-ზე მეტი ადამიანი ჰყავთ დახოცილი დემონსტრაციების დაწყების შემდეგ. დღეს ჟენევაში გაიმართება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს საგანგებო სხდომა სირიაში შექმნილი ვითარების განსახილველად. ბრიუსელში კი ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები შეიკრიბებიან და ისაუბრებენ სირიის წინააღმდეგ სანქციების შემოღების საკითხზე.
XS
SM
MD
LG