Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა ახალი გეგმები გამოაქვეყნეს


საქართველოში არსებული კრიზისის დასაძლევად დემოკრატიული პარტიის ლიდერმა გია თორთლაძემ ხელისუფლებას 10 პუნქტიანი გეგმა შესთავაზა. მასში საკონსტიტუციო, საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გარდა, საუბარია ლუსტრაციის კანონის მიღებაზე, 1991-92 წლების მოვლენათა გამოძიებაზე, შრომის კოდექსის შეცვლაზე, დევნილთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სახელმწიფო პროგრამის მომზადებასა და უსაფრთხოების ახალი კონცეფციის შექმნაზე. დღესვე საკუთარი 4 პუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა პარლამენტის წევრმა ჯონდი ბაღათურიამ. მისი გეგმა პარიტეტული საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნას, კონკრეტული საარჩევნო ხარჯის დაწესებას, სიების დაზუსტებას და მონიტორინგს და სპეციალური საარჩევნო უბნების გაუქმებას შეეხება.
XS
SM
MD
LG