Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ამნესტი ინტერნეიშენალი" ისრაელსა და პალესტინელებს აკრიტიკებს


უფლებადამცავ ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეიშენალის" განცხადებით, ისრაელის ჯარებმა ღაზის სექტორში ასობით პალესტინელი სამოქალაქო პირი მოკლეს და ათასობით სახლი დაანგრიეს, რაც სამხედრო დანაშაულებად ფასდება. ღაზაში ბოლოდროინდელი ომის შესახებ პირველ ვრცელ ანგარიშში, რომელიც ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას ასახავს, "ამნესტი ინტერნეიშენალი" ისრაელს მოუწოდებს, საჯაროდ დადოს პირობა, რომ არ გამოიყენებს არტილერიას, თეთრ ფოსფორსა და ნაკლები სიზუსტის სხვა იარაღს მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში. იქვე "ამნესტი" ღაზის მმართველ ჰამასს მოუწოდებს, ბოლო მოუღოს ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო იერიშებს, რასაც ასევე სამხედრო დანაშაულად მიიჩნევს. ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციამ, რომელიც გასული წლის 27 დეკემბერს დაიწყო და სამი კვირა გასტანა, 1400-ზე მეტი პალესტინელის, მათ შორის 900-ზე მეტი სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა. კონფლიქტში დაპირისპირებული მხარეებს მოქმედებას გაეროც იძიებს.
XS
SM
MD
LG