Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო შეშფოთებულია დაძაბულობით საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში


ეუთო ყველა მხარეს მოუწოდებს თავი შეიკავოს მოქმედებებისგან და განცხადებებისგან, რომლებმაც შესაძლოა საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში ისედაც დაძაბული ვითარების კიდევ უფრო დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ამის შესახებ დღეს ეუთოს თავმჯდომარემ, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დორა ბაკოიანისმა განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ეუთო კვლავინდებურად ჩართულია საქართველოში და იმედი გამოთქვა, რომ ორგანიზაციის საქართველოში ყოფნა რეგიონში უსაფრთხოებას გააძლიერებს. დორა ბაკოიანისმა ასევე სინანული გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ შეწყდა ეუთოს მისია საქართველოში. „ჩვენ კვლავინდებურად ვცდილობთ გამოსავლის მოძებნას, რომელიც საშუალებას მისცემს ეუთოს საქართველოში მძლავრად წარმოჩინდეს. იმედი გავქვს, რომ არსებული სიძნელეების მიუხედავად, ჩვენ შევძლებთ კონსენსუსის მიღწევას ისეთ ფორმატზე, რომელიც იმუშავებს. ჩვენი შემოთავაზება ნეიტრალური სტატუსის მანდატის შესახებ კვლავინდებურად ძალაშია“ - თქვა მან და დასძინა - „არაერთხელ მითქვამს, რომ საჭიროა რეგიონს მეტი, და არა ნაკლები ეუთო სჭირდება“.

დორა ბაკოიანისმა ასევე თქვა, რომ ეუთოში კვლავინდებურად მუშაობენ რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებაზე - ეუთო უძღვება ჟენევის დისკუსიებს გაეროსთან და ევროკავშირთან ერთად.“ ჟენევის დისკუსიები ერთადერთი ფორუმია, სადაც ყველა მხარე ხვდება ერთმანეთს და განიხილავენ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებს, ასევე ჰუმანიტარულ პრობლემებს“ - განაცხადა მან.

XS
SM
MD
LG