Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყელ რეპორტიორს, რომელმაც ჯორჯ ბუშს ფეხსაცმელი ესროლა, გაათავისუფლებენ


ერაყელ რეპორტიორს, მუნთაზერ ალ-ზაიდის, რომელიც მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა იმით, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშს, ფეხსაცმელი ესროლა, ორშაბათს ციხიდან გაუშვებენ. მთელმა მსოფლიომ იხილა ჩანაწერი, როგორ ესროლა ალ-ზაიდიმ ფეხსაცმელი და როგორ უწოდა “ძაღლი” კაცს, რომელმაც ერაყში ომი დაიწყო. ორივე ეს ქმედება ახლო აღმოსავლეთში სასტიკი შეურაცხყოფაა. ალ-ზაიდის სამი წლით ციხე მიუსაჯეს უცხო სახელმწიფოს ხელმძღვანელის შეურაცხყოფისთვის. შემდეგ მას სასჯელი შეუმსუბუქეს და ახლა, ოჯახი მოელის, რომ მას ორშაბათს გამოშვებენ. თუმცა, მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ არაფერი იცსი, როდის გამოვა ციხიდან ალ-ზაიადი.
XS
SM
MD
LG