Accessibility links

logo-print

გენერალი: რუსეთი მხოლოდ ერთობლივი ანტისარაკეტო სისტემის მომხრეა


რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ ნიკოლაი მაკაროვის თქმით, მოსკოვი წინააღმდეგია შეერთებული შტატების მიერ შემუშავებული ანტისარაკეტო სისტემის ნებისმიერი ფორმის, რომელიც რუსეთის მონაწილეობას არ გაითვალისწინებს. მაკაროვი ასეთი განცხადებით შვეიცარიაში გამოვიდა. მისი თქმით, მოსკოვისთვის მხოლოდ ერთობლივი სისტემის შექმნა იქნება მისაღები. გასულ კვირაში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ შეცვალა მისი წინამორბედის, ჯორჯ ბუშის გეგმა ჩეხეთის რესპუბლიკასა და პოლონეთში ანტისარაკეტო სისტემის ნაწილების განთავსების თაობაზე. რუსეთი ამ გეგმის სასტიკი წინააღმდეგი იყო. კვირის ბოლოს რუსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მოსკოვი შეაჩერებს ევროკავშირის საზღვარზე, კალინინგრადის ექსკლავზე ისკანდერის ტიპის რაკეტების განთავსების გეგმას. მაკაროვმა ეს არ უარყო - თუმცა განაცხადა, რომ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
XS
SM
MD
LG