Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილიპინებზე ტროპიკული გრიგალის მსხვერპლთა რიცხვმა 72-ს მიაღწია


ფილიპინებზე ტროპიკულ გრიგალ "კეტსანასა" და მისით გამოწვეული მეწყრებისა და წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვმა 72-ს მიაღწია. ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. 12 საათის განმავლობაში დედაქალაქ მანილაში 40 სანტიმეტრი ნალექი მოვიდა. ასობით ადამიანი შენობების სახურავებზე ეცადა თავის გადარჩენას. როგორც იუწყებიან, ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ერთი ქალაქი თითქმის მთლიანად დაიფარა წყლით.
XS
SM
MD
LG