Accessibility links

logo-print

პეკინში გაიმართა “შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის” შეხვედრა


პეკინში გაიმართა “შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის” სამიტი ორგანიზაციის წევრი 6 ქვეყნის მთავრობათა მეთაურების მონაწილეობით. შეხვედრაზე პირობა დადეს, რომ გაუმჯობესდება თანამეშრომლობა ეკონომიკის სფეროში. ჯგუფი აერთიანებს ჩინეთს, რუსეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთსა და უზბეკეთს. შეხვედრას დამკვირვებლის სტატუსით დაესწრნენ ინდოეთის, ირანის, მონღოლეთისა და პაკისტანის წარმომადგენლები. ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ვენ ძიაბაოს განცხადებით, მონაწილეებმა მოილაპარაკეს ზომებზე, რომლებითაც გამიზნულია მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის განმტკიცება, გლობალურ საფინანსო კრიზისთან გამკლავება და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.
XS
SM
MD
LG