Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გატაცებული ქართველების შესახებ პასუხს თბილისში 19 საათზე ელიან


25 ოქტომბერს დაკავებული 16 ქართველის გათავისუფლების შესახებ პასუხს თბილისში, დღეს 19 საათისთვის ელიან. ქართულმა მხარემ, ეს დაპირება, დუშეთის რაიონში გამართულ შეხვედრაზე მიიღო. შეხვედრაში ოსური და რუსული მხარეების წარმომადგენლები და ევროკავშირის მეთვალყურეები მონაწილეობდნენ. ამასთან, დღესვე ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან, საზღვრის დარღვევის ბრალდებით, საქართველოს კიდევ 5 მოქალაქე დააკავეს. ისინი ქარელის რაიონის მკვიდრნი არიან.
XS
SM
MD
LG