Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნარკოტიკების მომხმარებლებს ამნისტიას უმზადებენ


ამნისტია, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებზე გავრცელდება, 2000 ადამიანს გაუნახევრებს სასჯელს. ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, გია არსენიშვილის ინფორმაციით, საპატიმროებში ნარკოტიკების მოხმარების მუხლებით გასამართლებული 598 მსჯავრდებულია, 307-ს კი ჯერ არა აქვს მისჯილი სასჯელი. როგორც არსენიშვილმა აღნიშნა, იმის გამო, რომ ეს დანაშაულებები ხშირად სხვა დანაშაულებებთან ერთად ფიქსირდება, ჯამში, ამნისტიის თანახმად, აღნიშნულ მუხლებზე სასჯელი 1500-2000 ადამიანს გაუნახევრდება. “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტით ამნისტია შეეხებათ იმ პირებს, რომლებმაც მსგავსი დანაშაული მიმდინარე წლის 15 ოქტომბრამდე ჩაიდინეს, ხოლო ამნისტია უნდა განხორციელდეს კანონის გამოქვეყნებიდან ორ თვეში.
XS
SM
MD
LG