Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთი და რუსეთი ”სამხრეთის ნაკადის” ფარგლებში ერთობლივ საწარმოს ქმნიან


სერბეთის ბუნებრივი აირის სახელმწიფო კომპანია და რუსეთის გაზპრომი 17 ნოემბერს ერთობლივი საწარმოს შექმნას გეგმავენ იმისათვის, რომ ააშენონ სამხრეთის ნაკადის გაზსადენის სერბეთის მონაკვეთი. სერბეთის ახალი ამბების სააგენტო, სერბეთის კომპანიის მენეჯერზე დაყრნდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ გაზპრომის წილი ახალ საწარმოში 51 პროცენტი იქნება, სერბული კომპანიის წილი შესაბამისად - 49 პროცენტი. სამხრეთის ნაკადის პროექტის ღირებულება 20 მილიარდი ევროა და მისი დასრულება 2015 წლისთვის იგეგმება. გაზსადენი რუსეთიდან, შავი ზღვის გავლით ბულგარეთამდე, სერბეთამდე და უნგრეთამდე მივა, საიდანაც დასავლეთ ევროპას მიეწოდება ბუნებრივი აირი.
XS
SM
MD
LG