Accessibility links

logo-print

აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მოთხოვნები ქართული დემოკრატიის მიმართ


თამარ ქაროსანიძე (მარცხნივ) და ნიკა ჩიტაძე

თამარ ქაროსანიძე (მარცხნივ) და ნიკა ჩიტაძე

შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის დელეგაციამ, რომელსაც სახელმწიფოს მდივნის მოადგილე მაიკლ პოსნერი ხელმძღვანელობდა, 17 ნოემბერს შეხვედრა გამართა არასამთავრობო სექტორისა და მასმედიის წარმომადგენლებთან. აღნიშვნის ღირსია ის, რომ საქართველოში მე-3 სექტორსა და მედიას ამერიკის ხელისუფლება ერთი წლის მანძილზე 250 მილიონი დოლარით დააფინანსებს. ამერიკის საელჩოში გამართული შეხვედრის მასპინძელთა შორის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე თინა ქეიდენაუ იყო. შეხვედრა, რომელშიც მიწვეულთა მხოლოდ ვიწრო წრე მონაწილეობდა, საქართველოში დემოკრატიის კუთხით არსებული ვითარების შეფასებას დაეთმო. პრობლემებზე მსჯელობისას რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა, რომელთა გარშემო საუბარსაც რადიო თავისუფლების ”სადისკუსიო მაგიდასთან” განაგრძობენ ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ხელმძღვანელი თამარ ქაროსანიძე და ”საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელი ნიკა ჩიტაძე.
XS
SM
MD
LG