Accessibility links

რუსეთში მატარებლის ავარიის გამოძიება გრძელდება


ბოლო მონაცემებით, რუსეთში პარასკევს მომხდარი მატარებლის ავარიის შემდეგ 6 ადამიანი ითვლება დაკარგულად. დღეს ტვერში ჩატარდა ავარიის შედეგად გარდაცვლილთა ამოცნობის პროცედურა. ნათესავების მიერ ამოცნობილია 24 დაღუპული. ბოლო მონაცემებით, ავარიის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა. გრძელდება მატარებლის ავარიის მიზეზების გამოძიება. მთავარი ვერსიად ტერაქტი ითვლება. რუსეთის უშიშროების ინფორმაციით, ავარია ტროტილის ეკვივალენტით 7 კილოგრამი სიმძლავრის თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებამ გამოიწვია. შედგენილია დანაშაულში შესაძლო ეჭვმიტანილის ფოტორობოტი. მატარებელი, რომელიც მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიდიოდა, რელსებიდან პარასკევს საღამოს, ნოვგოროდისა და ტვერის ოლქების საზღვართან გადავიდა.
XS
SM
MD
LG