Accessibility links

რუსმა მესაზღვრეებმა ოტობაიას ხუთი მკვიდრი დააკავეს


სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი

სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი

დღეს დილით რუსმა სამხედროებმა განმუხური-ოტობაიის ადმინისტრაციულ საზღვართან ე.წ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით სოფელ ოტობაიას ხუთი მკვიდრი დააკავეს. როგორც რადიო თავისუფლების რესპონდენტი ტელეფონით იტყობინება, თანასოფლელებს ზუგდიდის რაიონში გასაყიდად დიდი რაოდენობით თხილი ოთხთვალათი მიჰქონდათ, როდესაც მათ ე.წ. სამი რუსი მესაზღვრე შეხვდა. ამ ფაქტის თვითმხილველი ოტობაიელი მამაკაცის ცნობით, დაკავებულები ამჟამად ოტობაიას საბავშვო ბაღის შენობაში იმყოფებიან, საიდანაც, სავარაუდოდ, გალის მილიციაში გადაიყვანენ. სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენლობაში ოკუპირებულ სოფელ ოტობაიაში ხუთი ადგილობრივი მკვიდრის დაკავების ფაქტს ადასტურებენ და როგორც მთავრობის წარმომადგენელი თორნიკე კილანავა აცხადებს, დაკავებულების ადგილსამყოფელი ამდროისთვის უცნობია. ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსი სამხედროების მიერ დაკავებულ ხუთ ოტობაიელს, რადიო თავისუფლების რესპოდენტის ცნობით, 300 რუსული რუბლის გადახდის სანაცვლოდ გაუშვებენ. მანამდე კი, მისივე თქმით, გალის ე.წ. მილიციაში სასამართლო პროცესი გაიმართება.


XS
SM
MD
LG