Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი და აშშ იემენში ანტიტერორისტულ შენაერთს დააფინანსებენ


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი და შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა შეთანხმდნენ, რომ იემენში შეიქმნება საგანგებო ანტიტერორისტული პოლიციის შენაერთი იემენიდან მომდინარე, ოფიციალური პირების შეფასებით, მზარდ ტერორისტულ საფრთხესთან საბრძოლველად. ამ ინიციატივის შესახებ გამოცხადდა მას შემდეგ, რაც შობის დღეს, 25 დეკემბერს ნიგერიელმა მამაკაცმა სცადა ამერიკული ავიალაინერის აფეთქება. გავრცელებული ინფორმაციით, მან ამერიკელ გამომძიებლებს უთხრა, რომ იემენში გაიარა ალ-ყაიდის წვრთნა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ბრიტანეთი და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ იემენში ანტიტერორისტული შენაერთის დაფინანსებაზე, ისევე როგორც იემენის სანაპირო დაცვის დახმარების გაზრდაზე, რათა ხელი შეუწყონ იემენსა და სომალის შორის წყლებში მეკობრეებთან ბრძოლას. ცნობებში არ არის დაზუსტებული თანხა, რომლითაც ეს ინიციატივები უნდა დაფინანსდეს.
XS
SM
MD
LG