Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთი - ნაკრების მეთორმეტე მოთამაშე


პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრეზიდენტისაგან, მეგობრულ-სტრატეგიულ-პარტნიორულ-პოზიტიური ფრაზების გარდა, ფეხბურთში ეროვნული ნაკრების 12 ნომრიანი მაისურიც მიიღო
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრეზიდენტისაგან, მეგობრულ-სტრატეგიულ-პარტნიორულ-პოზიტიური ფრაზების გარდა, ფეხბურთში ეროვნული ნაკრების 12 ნომრიანი მაისურიც მიიღო
11 მარტს თბილისში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, რომელმაც მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა გამართა, მათ შორის პირველი - ქართველ კოლეგა ნიკა გილაურთან. პოლონეთის პრემიერი ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, ქართული ოპოზიციის ლიდერებსა და, დღის ბოლოს, საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ ყველა შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, რის შემდეგაც პრეზიდენტის რეზიდენციაში პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს პრეზიდენტმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარომადგენლები განსაკუთრებულ აქცენტს სწორედ საქართველო-პოლონეთის, როგორც სტრატეგიული პარტნიორების, ურთიერთობაზე აკეთებდნენ. ვიზიტის შედეგად გამოიკვეთა, რომ უახლოეს მომავალში თბილისსა და ვარშავას შორის რეგულარული ავიარეისები შესრულდება. გარდა ამისა, იგეგმება ქართულ-პოლონური ბიზნესფორუმის გამართვა ქალაქ ბათუმში. დღესვე დონალდ ტუსკი საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს დავით ტყეშელაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განაცხადეს, რომ, პოლონეთის მხარდაჭერით, უახლოეს მომავალში დასრულდება მუშაობა ჩარჩო დოკუმენტზე, რომელსაც საქართველოს რეგიონალური განვითარების სტრატეგია ეწოდება.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრეზიდენტისაგან, მეგობრულ-სტრატეგიულ-პარტნიორულ-პოზიტიური ფრაზების გარდა, ფეხბურთში ეროვნული ნაკრების 12 ნომრიანი მაისურიც მიიღო, ნიშნად იმისა, რომ, პოლიტიკური თვალსაზრისით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ნაკრების აქტიური, მეთორმეტე მოთამაშეა:

”თქვენ უკვე თამაშობთ ჩვენს ნაკრებში. ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმით, რომ თქვენთან ერთად გვიხდება მსოფლიო პოლიტიკაში თამაში.”

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და პოლონეთის მრავალწლიან მეგობრობას და აღნიშნა, რომ სწორედ პოლონეთი იყო ის ქვეყანა, რომელიც ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროგრამის ინიციატივით გამოვიდა, პროგრამისა, რომელსაც გასული წლის მაისში, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, მოლდავეთისა და ბელორუსიის გარდა, საქართველომაც მოაწერა ხელი. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ეს ფაქტი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. როგორც პოლონეთის პრემიერ- მინისტრის ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტის შედეგად გახდა ცნობილი, უახლოეს მომავალში თბილისსა და ვარშავას შორის რეგულარული ავიარეისების შესრულება დაიწყება, ზაფხულში კი ბათუმში ქართულ-პოლონური ბიზნესფორუმი გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი
მეთორმეტე მოთამაშე არის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი და გულშემატკივარი ამ ქვეყნისა, განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, პოლონეთი ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მათ, ვინც დემოკრატიის განვითარებისთვის იბრძვის. დონალდ ტუსკს მიაჩნია, რომ აუცილებელია შეიქმნას კონკრეტულად გაწერილი გრაფიკი, რომლის მიხედვითაც საქართველო და პოლონეთი ვიზების გამარტივების საკითხზე იმუშავებენ:

”ჩვენ გვინდა ვილაპარაკოთ არა მხოლოდ გამამხნევებელი სიტყვებით, არამედ გვინდა ვისაუბროთ იმ ფაქტობრივ წარმატებებზეც, რომლებსაც აუცილებლად მივაღწევთ. ჩვენ უნდა შევეცადოთ თითოეული ადამიანის ცხოვრება გავაუმჯობესოთ. ჩვენ მზად ვართ გაგიზიაროთ მთელი ჩვენი გამოცდილება. პოლონეთი, ისევე როგორც მთელი ევროპა, კარგად ხედავს, როგორ იბრძვის საქართველო ღირსეული, დემოკრატიული მომავლის ასაშენებლად.”

პრეზიდენტთან შეხვედრამდე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა „თბილისი მარიოტში“ რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა გამართა, მათ შორის - ქართული ოპოზიციის ლიდერებთან. მათ პრემიერ–მინისტრთან საგარეო საფრთხეებსა და საქართველოში დემოკრატიის პრობლემებზე ისაუბრეს. „ალიანსი საქართველოსათვის“ ლიდერის ირაკლი ალასანიას თქმით, ევროკავშირი საქართველოსთან ურთიერთობას იმის მიხედვით ააგებს, თუ როგორ ჩააბარებს საქართველო გამოცდას, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჰქვია.

დახურულ კარს მიღმა გამართული ოფიციალური შეხვედრების ფარგლებში პოლონეთის პრემიერ-მინისტრს ქართველმა კოლეგამ ნიკა გილაურმა უმასპინძლა. მან პოლონეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მსოფლიო არენაზე იმ პოლიტიკური მხარდაჭერისათვის, რომელსაც ყოველთვის ამჟღავნებდა პოლონეთი საქართველოს მიმართ. ოფიციალური შეხვედრები პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან განაგრძო. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა მისიის წარმომადგენლებმა მედიასთან საუბრისას განაცხადეს, დონალდ ტუსკი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით დაინტერესდა. მისიის წარმომადგენლებმა მას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებთან არსებული მდგომარეობა გააცნეს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესმდივან სტივ ბერდის განცხადებით, მისია მადლობას უხდის პოლონეთის ხელისუფლებას სადამკვირვებლო მისიის მუშაობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის,
XS
SM
MD
LG