Accessibility links

მთავარი ამბავი დღევანდელ “არგუმენტი ი ფაქტიში” გუშინდელი აფეთქებაა. გაზეთის მიხედვით, დილიდან მთელი რუსეთის ტერიტორიაზე გლოვის ნიშნად სახელმწიფო დროშებია დაშვებული. გადადებულია სხვადასხვა ღონისძიება და ძირითადი ტელეარხები უარს ამბობენ გასართობი პროგრამების ტრანსლირებაზე. გაზეთის მიხედვით, ათასობით მოსკოველი Mმთელი ღამე მიდიოდა აფეთქების ადგილას და სპეციალურად დადგმულ მაგიდებზე ყვავილებს და ხატებს ალაგებდა. გაზეთი შეგვახსენებს, რომ აფეთქების შედეგად, რომელიც ორ სადგურზე მოხდა, ნახევარი საათის ინტერვალით, პიკის საათის დროს, 39 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა.

“იზვესტია”, გუშინდელი აფეთქებების დეტალების განხილვის შემდეგ, წერს, რომ მოსკოვის მეტროპოლიტენებში უსაფრთხოება სათანადოდ არ არის უზრუნველყოფილი. გაზეთი დეტალურად განიხილავს, რას ხედავს მეტროში დამონტაჟებული ვიდეოთვალები დღეს და რას აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც, გაზეთის თქმით, 2006 წლიდან ჰქონია გეგმა, რომლის მიხედვითაც, ყველა მეტროსადგურზე მეტალოდეტექტორები უნდა დაყენებულიყო და თითოეული ვაგონი ვიდეოთვალით აღჭურვილიყო. გაზეთის მიხედვით, ამ იდეის განხორციელებას ხელს უშლის ის ფაქტორი, რომ ამ დეტექტორებმა, შესაძლოა, მგზავრთა ნაკადებს შეუშალოს ხელი, თუმცა გაზეთი აქვე დასძენს, რომ მსგავსი უსაფრთხოების სისტემა ევროპის არც ერთ ქალაქში არ არსებობს.

G უსაფრთხოების თემას საკანონმდებლო დონეზე “ვედომოსტი” განაგრძობს. გაზეთის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის სათათბიროში ტერორისტებისთვის სიკვდილითYდასჯის დაკანონებაზე საუბრობენ, რაც აქამდე საკანონმდებლო დონეზე არ ხდებოდა. Fფედერაციის სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარე სერგეი ლისკოვი “ვედომოსტის” პუბლიკაციაში ამბობს:

“თუ ხდება ასეთი საშინელი დანაშაულებანი, ჩვენ უნდა შევთავაზოთ საზოგადოებას ახალი ვარიანტი სისხლის სამართლის სასჯელისა, რათა ადამიანებმა, რომლებიც ტერაქტზე მიდიან, იცოდნენ, რა ელით.”

“გაზეტა რუ” სპეციალურ სტატიას აქვეყნებს დასავლური პრესის რეაქციების შესახებ გუშინდელ აფეთქებებზე. გაზეთის მიხედვით, დასავლეთმა გუშინდელი აფეთქებები დაინახა, როგორც კრემლის პოლიტიკის ჩავარდნა სამხრეთ კავკასიაში. გაზეთის მიხედვით, მედვედევს კიდევ ერთხელ მოუწევს მოუჭიროს ხრახნს, ისე როგორც ეს თავის დროზე პუტინმა გააკეთა. გაზეთი ასევე წერს, რომ, დასავლური პრესის აზრით, ამ აფეთქებას დღევანდელი კრემლის ხელმძღვანელობა სახელმწიფო კონტროლის გასამკაცრებლად გამოიყენებს.

A “არგუმენტი ი ფაქტის” მიხედვით, გუშინდელ აფეთქებებში რუსეთის მთავარი დიპლომატი სერგეი ლავროვი ავღანურ კვალს არ გამორიცხავს. რომელიც, მისი თქმით, შესაძლოა, კავკასიისკენ მიდიოდეს.

“ვედომოსტი” კიდევ ერთ საინტერესო სტატიას აქვეყნებს, - ამჯერად სარედაქციო მოსაზრებას, - რომლის ავტორიც რუსეთის სამართალდამცავ სისტემას არაეფექტურს უწოდებს. გაზეთის თქმით, სისტემა მსგავსი აფეთქებების შემდეგ სულ უფრო და უფრო ცენტრალიზებული და ნაკლებად ეფექტური ხდება. გაზეთი ასევე აკრიტიკებს რუსეთის მთავრობის სუსტ პოლიტიკას სამხრეთ კავკასიაში, სადაც, “ვედომოსტის თქმით”, არაფერი კეთდება სოციალურ-ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად. შედარებისთვის გაზეთი ფე ეს ბეს ფარულად მზარდ ბიუჯეტზე წერს და ასკვნის, რომ მსგავსი სტრატეგია შედეგის მომტანი არა არის.

გაზეთი ასევე ციტირებს ვლადიმერ პუტინს, რომელიც ამბობს, “ტერორისტები იქნებიან ლიკვიდირებულნიო”. “ვედომოსტი” ამ ციტატას თავად უპასუხებს და ამბობს, თუკი ვლადიმირ პუტინი ტერორისტებში ლიდერ ბოევიკებს გულისხმობს, მათი ლიკვიდაციის პრაქტიკა შედეგს არ იძლევაო. “ვედომოსტი” წერს:

“ეს ხელს უწყობს დაღუპულთა გმირად ქცევას მათ მიმდევართა თვალში და გამორიცხავს საზოგადოების რამენაირ კონტროლს. Yუკანასკნელი წლების ყველა ხმაურიანი ლიკვიდაციის შემდეგ ხალხი დედაქალაქის ცენტრში თავს უსაფრთხოდ მაინც ვერ გრძნობს. Dდამნაშავეთა დაკავება და ღია სასამართლო პროცესები, ფსევდორელიგიური იდეოლოგიის მხილება მეტ შედეგს მოიტანდა.”
XS
SM
MD
LG