Accessibility links

logo-print

“ეროვნულ საბჭოს” ლიდერებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა


საპატრულო პოლიციამ “ხალხის პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე შალამბერიძე დააკავა

საპატრულო პოლიციამ “ხალხის პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე შალამბერიძე დააკავა

პოლიციასა და “ეროვნული საბჭოს” ლიდერებს შორის დაპირისპირება იმ დროს მოხდა, როდესაც ოპოზიციონერები დიღომში მდებარე დალუქულ სტამბაში, “თბილისელებში” შესვლას ცდილობენ. ინცინდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ ”ეროვნული საბჭოს” ლიდერები: ზურაბ ნოღაიდელი, კობა დავითაშვილი, ზვიად ძიძიგური და მათი მხარდამჭერები. პოლიციამ ოპოზიციონერებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა. ”ეროვნული საბჭოს” ლიდერების განცხადებით დალუქულ სტამბაში ინახება მათი საკუთრება - სოციოლოგიური გამოკითხვის ფურცლები და ბიულეტენები. სტამბასთან მომხდარი დაპირისპირების დროს საპატრულო პოლიციამ “ხალხის პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე შალამბერიძე დააკავა. დაკავებულია კიდევ რამდენიმე აქტივისტი. “ეროვნული საბჭოს” ლიდერები აცხადებენ, რომ თუ არ გაათავისუფლებენ დაკავებულბეს, ხვალ რუსთაველის გამზირს გადაკეტავენ.
XS
SM
MD
LG