Accessibility links

logo-print

თბილისელები ბუნებრივი აირის დავალიანების რესტრუქტურიზაციას შეძლებენ


თბილისის მერმა, გიგი უგულავამ და "ყაზტრანსგაზ-თბილისის" სპეციალურმა მმართველმა, ანი თაქთაქიშვილმა ბუნებრივი აირის დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობები გამოაქვეყნეს.

რესტრუქტურიზაცია შეეხება 1 აპრილამდე დაგროვილ დავალიანებას. რესტრუქტურიზაციის მსურველმა აბონენტებმა 14 მაისამდე უნდა მიმართონ "ყაზტრანსგაზ-თბილისის" რაიონულ სადისტრიბუციო ცენტრებს. დავალიანების 20%-ის გადახდის შემდეგ მათთან გაფორმდება ხელშეკრულება ვალის 5 თვეზე თანაბრად გადანაწილების შესახებ. დავალიანების გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად, მიმდინარე გადასახადთან ერთად.

თბილისის მერიაში აცხადებენ, ეს ინიციატივა 150 000 აბონენტს არსებული დავალიანების გადახდას გაუადვილებს და ბუნებრივი აირით შეუზღუდავად სარგებლობის საშუალებას მისცემს. დავალიანების რაოდენობა 12 მილიონ ლარს შეადგენს. რესტრუქტურიზაცია მხოლოდ მოსახლეობაზე გავრცელდება და საწარმოებს და დაწესებულებებს არ შეეხება.
XS
SM
MD
LG