Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ენერჯი ინვესტის" პრეზიდენტი გენო მალაზონია დააკავეს


სამართალდამცველებმა ფინანსური მაქინაციებისა და გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით, კომპანია "ენერჯი ინვესტის" გენერალური დირექტორი და პრეზიდენტი გენო მალაზონია დააკავეს. საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, დაკავება საწარმოში ჩატარებული ფინანასური შემოწმებისას აღმოჩენილი დარღვევების საფუძველზე მოხდა. კომპანია “ენერჯი ინვესტის” გენერალური დირექტორის გენო მალაზონიას დაკავების გამო, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. პროკურატურის განმარტებით, მალაზონია განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გადასახადის დამალვაში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში, თაღლითობასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაშია ეჭვმიტანილი. მალაზონია სხვადასხვა დროს ეკონომიკური განვითარების და განათლების მინისტრების, ასევე საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა. “ენერჯი ინვესტი” ამ დროისთვის დაყადაღებულია. კომპანია რუსთავის "აზოტის" ქარხნისა და რამდენიმე ელექტროსადგურის მფლობელია.
XS
SM
MD
LG