Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი და ორი სხვა კონსერვატორი მინისტრი ავღანეთში ჩავიდნენ


დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი და ორი სხვა კონსერვატორი მინისტრი ავღანეთში ჩავიდნენ. ჰეიგი, თავდაცვის მინისტრი ლაიამ ფოქსი და საერთაშორისო განვითარების მინისტრი ენდრიუ მიჩელი ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის და ავღანეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ქაბულში ჩასვლამდე მინისტრებმა განაცხადეს, რომ ავღანეთთან მიმართებაში ბრიტანეთის პოლიტიკაში დიდი ცვლილებები არ მოხდება. მაგრამ ფოქსმა გაზეთ „ტაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა სურვილი, რომ ბრიტანეთის ჯარები რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ ავღანეთიდან. ამჟამად იქ დიდი ბრიტანეთის 9000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.
XS
SM
MD
LG