Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო ისრაელის სამხედრო რეიდის გამო საგანგებო სხდომას გამართავს


ისრეალის არმიის სასიკვდილო რეიდი ფლოტილიაზე, რომელიც ჰუმანიტარული ტვირთის შეტანას ცდილობდა ღაზის სექტორში, დაგმობილი იქნა საერთაშორისო მასშტაბით. თურქეთმა იხმო ისრაელის ელჩი და უშიშროების ძალების საგანგებო შეხვედრა მოაწყო. ანკარამ ისრაელიდან გამოიწვია თავისი ელჩი. თურქეთის მოითხოვნით, დღეს გაეროს უშიშროების საგანგებო სხდომას გამართავს. სტამბოლში ათასობით აღშფოთებულმა მოქალაქემ დაგმო ისრაელის არმიის ქმედება. ჰამასის ისლამისტურმა მოძრაობამ, რომელიც მართავს ღაზის სექტორს, მოუწოდა მაჰმადიანებს, პროტესტი გამოხატონ ისრაელის საელჩოებთან მთელ მსოფლიოში. პალესტინელთა პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ ისრაელის არმიაა პასუხიმგებელი, როგორც მან უწოდა ამ „ჟლეტისთვის“. ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა დაგმო ისრაელის თავდასხმა და თქვა, რომ ამით ისრაელი „თავის აღსასრულს ისე მიუახლოვდა, როგორც არასდროს“. აშშ-მა ღრმა სინანული გამოხატა მომხდარის გამო. გაეროს გენრალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა თქვა, რომ ის „შოკირებული“ იყო ძალადობის გამო. ევროკავშირის საგარეო საქმეთა ლიდერმა, კეტრინ ეშტონმა ისრაელს მომხდარის სრული გამოძიება მოთხოვა.
XS
SM
MD
LG