Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში იმყოფებიან ევროსაბჭოს გენერალური მდივანი და მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე


თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი და მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ანტონიო მილოშოსკი. ევროპის საბჭოს მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, მათი მიზანია ევროსაბჭოს გაფართოებული მოქმედების შესაძლებლობის შესწავლა ადამიანის უფლებათა დასაცავად იმ ტერიტორიებზე, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომი შეეხო. ევროსაბჭოს მაღალჩინოსნები უკვე შეხვდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს.
XS
SM
MD
LG