Accessibility links

logo-print

მექრთამეობის, კომერციული მოსყიდვისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით 10 ადამიანი დააკავეს


”ელიზი ჯგუფის” პრეზიდენტის თამაზ ელიზბარაშვილის და კიდევ 9 ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დღეს ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. პროკურატურის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმე მექრთამეობის, კომერციული მოსყიდვისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მუხლებით აღიძრა. პროკურატურის ინფორმაციით, ”ელიზი ჯგუფის” პრეზიდენტმა ოჯახის წევრების მეშვეობით, 30 ათას დოლარად მოისყიდა ექსპერტები, რომლებმაც მისი ვაჟი, განზრახ მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული გურამ ელიზბარაშვილი ფსიქიურად შეურაცხადად გაყალბებული ექსპერტიზის შედეგად გამოაცხადეს. დაკავებულთაგან ხუთი, მათ შორის ექსპერტი ფსიქიატრები თბილისის საქალაქო სასამართლომ 5000-5000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
XS
SM
MD
LG