Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთში პარტიები მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდნენ


ჩეხეთის სამი მემერჯვენეცენტრისტული პარტია, რომლებმაც ამასწინანდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობა მიიღეს, - ახალი მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდნენ. სამოქალაქო დემოკრატიული პარტიის ლიდერმა პიოტრ ნეჩასმა, რომელიც ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, - დღეს კოალიციური შეთანხმების გაფორმების შემდეგ განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტის მთავარ მიზანს სამართლის უზენაესობა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. სამშაბათს ქვეყნის პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი 14-ი მინისტრის კანდიდატურებს დაამტკიცებს, რის შემდეგაც კანდიდატებს კენჭს პარლამენტი უყრის.
XS
SM
MD
LG