Accessibility links

logo-print

რადოსლავ შიკორსკი გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა


გრიგოლ ვაშაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და რადოსლავ შიკორსკი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

გრიგოლ ვაშაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და რადოსლავ შიკორსკი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ საქართველოში ოფიციალური ვიზიტი ევროკავშირის სახელმწიფოთა ელჩებთან შეხვედრით დაიწყო და შემდეგ პირისპირ ესაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს. მასთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე შიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი მხარს უჭრს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის ინტეგრაციას ნატოსა და ევროკავშირთან. მისივე თქმით, საქართველოს სპერატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას პოლონეთი არასდროს აღიარებს. შიკორსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებები უნდა შეასრულოს. რადოსლავ შიკორსკის განცხადებით, პოლონეთში პრეზიდენტის შეცვლა ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და საქართველოსადმი დამოკიდებულებას არ შეცვლის.

ამავე პრეს-კონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობის ინტენსიფიკაციის თვალსაზრისით, პოლონეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პარტნიორია. დღესვე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქრისტიან-დემოკრატების და თავისუფალი დემოკრატების ლიდერებს გიორგი თარგამაძეს და ირაკლი ალასანიას შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკების შემდეგ რადოსლავ შიკორსკი გაემგზავრება ბათუმში, სადაც მას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღებს.
XS
SM
MD
LG