Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შუა აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში შიდსის ეპიდემია იზრდება


გაეროს ბავშვთა ფონდი გამოდის გაფრთხილებით, რომ აღმოსავლეთ ევროპასა და შუა აზიაში შიდსის ეპიდემია „შემაშფოთებელი სისწრაფით“ ვრცელდება. UNICEF-ის განცხადებით, ამას ნარკოტიკების გამოყენება და სახიფათო სქესობრივი კავშირები იწვევს. სააგენტოს ინფორმაციით, პრობლემას კიდევ უფრო მეტად ის ფაქტორი ართულებს, რომ შიდსითა და აივ ინფექციით დაავადებული ბავშვები სამკურნალო დაწესებულებებს სოციალური სტიგმის შიშით არ აკითხავენ. UNICEF-ის ანგარიშის გამოქვეყნებას დაემთხვა ამ საკითხებზე ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენცია.
XS
SM
MD
LG