Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაკსანის ჰიდროელეტროსადგურზე აფეთქებების ძირითად ვერსიად ტერაქტი განიხილება


ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკაში, ბაკსანის ჰიდროელექტროსადგურზე დღეს დილით მომხდარი აფეთქებების გამო გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს. სააგენტო ”იტარ-ტასი”, რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ დილით ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე უცნობმა პირებმა შეაღწიეს. მათ მოკლეს დაცვის ორი თანამშრომელი, ცემეს ცვლის უფროსი და მისი მოადგილე. ამის შემდეგ კი სამანქანო დარბაზში დაამონტაჟეს ასაფეთქებელი მოწყობილობა და აამოქმედეს კიდეც ის. თავდამსხმელები მიიმალნენ. სულ 3 აფეთქება მოხდა, 5-6 წუთის ინტერვალით. ერთი ბომბი მოგვიანებით გამნაღმველებმა გააუვნებელყვეს. გამოძიების ძირითადი ვერსია ტერაქტია. სავარაუდოდ, სულ ცოტა რვა ბოევიკი მოქმედებდა, რომლებმაც ქალაქ ბაკსანში შსს განყოფილების შენობა დაცხრილეს, რა დროსაც არავინ დაშავებულა.
XS
SM
MD
LG