Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში შეტაკებების შედეგად, ცნობების თანახმად, სულ ცოტა, 22 ადამიანი დაიღუპა


საინფორმაციო საშუალებების ცნობით, იემენში, სულ ცოტა, 22 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა შიიტ მეამბოხეებსა და მთავრობის მომხრე მებრძოლებს შორის ორდღიანი შეტაკებების შედეგად. დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოები ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ შეტაკებები ჩრდილოეთ იემენში, საუდის არაბეთის მოსაზღვრე საადის პროვინციაში მოხდა. მეამბოხეებსა და მთავრობას არაერთხელ დაუდანაშაულებიათ ერთმანეთი თებერვალში მიღწეული ზავის დარღვევაში. ამ შეთანხმებამ ბოლო მოუღო მხარეებს შორის ნახევარწლიან სისხლისმღვრელ დაპირისპირებას, რომელიც ბოლო რაუნდი იყო მათ შორის 2004 წელს დაწყებულ კონფლიქტში.
XS
SM
MD
LG