Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა დასავლეთ ნაპირზე მდებარე ბეტონის კედლის ნაწილის დაშლა დაიწყო


ისრაელის არმიამ დაიწყო ბეტონის ბარიერის მოშლა, რომელიც დასავლეთ ნაპირთან მოსაზღვრე ებრაული დასახლების დასაცავად აიგო. ისრაელის სამხედროებმა 600 მეტრიანი ბეტონის ბარიერი 9 წლის წინ დასავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქ ბეით ჯალადან პალესტინელების მიერ განმეორებითი ცეცხლისგან დასაცავად ააგეს. ისრაელის არმიის ცნობით, ბარიერის მოხსნა მომდევნო ორი კვირის მანძილზე გაგრძელდება საფრთხის შემცირებისა და ისრაელისა და დასავლეთ ნაპირის უშიშროების ძალებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების გამო. ორი მეტრი სიმაღლის კედელი დიდი გამყოფი ბარიერის წინამორბედი იყო, რომლის მშენებლობაც ისრაელმა თითქმის დაასრულა და ის დასავლეთ ნაპირს ჰყოფს.
XS
SM
MD
LG