Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცავები მოუწოდებენ რუსეთს, ბოლო მოუღოს ჩაცმულობის ისლამურ წესებს ჩეჩნეთში


უფლებადამცავმა ორგანიზაციამ, „ჰიუმენ რაიტს უოჩმა“ მოუწოდა დღეს რუსეთს, ბოლო მოუღოს ადგილობრივ წესებს, რომლებიც აიძულებენ ჩეჩნეთში ქალებს, დაიცვან ჩაცმულობის ისლამური ნორმები. ორგანიზაციის თანახმად, მან მიიღო არაერთი ცნობა იმის შესახებ, რომ გროზნოში, თუკი ქალები ჩაცმულობის წესს არ იცავენ, ისინი ძალმომრეობის ობიექტი ხდებიან. ჩეჩნეთის ხელისუფლებმა აუკრძალეს საჯარო სექტორში მუშაობა ქალებს, რომლებიც ამ წესს არ ემორჩილებიან. თავსაფრის ტარება ევალებათ მოსწავლე და სტუდენტ გოგონებს. წესები კანონით არ არის განმტკიცებული, მაგრამ მათ გატარებას ხელისუფლება ცდილობს და მათ საჯაროდ ემხრობა პრორუსული ლიდერი რამზან კადიროვი.
XS
SM
MD
LG