Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა შიიტების შეკრებაზე მოწყობილი აფეთქების შედეგად


პაკისტანის ქალაქ კუეტაში შიიტების სადღესასწაულო შეკრების დროს მოეწყო აფეთქება, რომლის შედეგადაც, პოლიციის ცნობით, 45-ზე ადამიანი დაიღუპა და გაცილებით მეტი დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო, როცა შიიტი მუსლიმანები შეიკრიბნენ რამადანის ბოლო დღეს, პალესტინელებისადმი სოლიდარობის დღე "ალ-ყუდის" აღსანიშნავად. დღევანდელ იერიშამდე ორი დღით ადრე, ასევე შიიტების შეკრებაზე მოწყობილი აფეთქებების შედეგად 35-მდე ადამიანი დაიღუპა და 300-მდე დაიჭრა პაკისტანის ქალაქ ლაჰორში.
XS
SM
MD
LG