Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში რადიკალ ისლამისტთა მუქარა მატულობს


როგორც გერმანიის პოლიცია აცხადებს, ისლამისტთა მუქარა ქვეყანაში დღითიდღე მატულობს. დანაშაულებათა ფედერალური ოფისის ხელმძღვანელის იორგ ზერკის თქმით, ქვეყანაში 400-ზე მეტი ისლამისტი ცხოვრობს და მას გააჩნია კონკრეტული მტკიცებულებები იმისა, რომ მათგან 70 სპეციალურ ტერორისტთა წვრთნას გადის. 40 ადამიანს კი ავღანეთში საბრძოლო გამოცდილება გააჩნია. როგორც შაბათს, გერმანული გამომცემლობა ”დერ შპიგელი” იტყობინებოდა, ავღანეთში დაკავებულმა გერმანელმა ისლამისტებმა გააცხადეს გეგმა, რომელიც ტერორისტულ შეტევებს ისახავდა მიზნად, როგორც გერმანიაში ასევე ევროპაში.

XS
SM
MD
LG