Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი ნიუ-იორკში ჩავიდა


საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს, იმყოფება ნიუ-იორკში, სადაც მიმდინარეობს გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესია. საერთო პოლიტიკური დებატებისას, მიხეილ სააკაშვილი მოხსენებით გამოვა 23 სექტემბერს და ისაუბრებს საქართველოს ოკუპაციის და უსაფრთხოების პრობლემებსა და რუსეთის მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პრეზიდენტი სააკაშვილი ნიუ-იორკში შეხვდება ევროპის, სამხრეთ ამერიკის, აზიისა და აფრიკის ქვეყნების ლიდერებს.
XS
SM
MD
LG