Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო უწყება: პერევიდან რუსეთის ჯარის გაყვანა „სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია“


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგანგებო განცხადება გააკეთა საჩხერის რაიონის სოფელ პერევიდან რუსი სამხედროების გაყვანასთან დაკავშირებით. ამ ფაქტს სამინისტრო „სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად“ აფასებს და მიუთითებს, რომ თითოეული სოფლის დეოკუპაცია უაღრესად მნიშვნელოვანია, უწინარეს ყოვლისა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის. თუმცა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოფელ პერევიდან საოკუპაციო ჯარის გაყვანა მხოლოდ „მიკროსკოპული“ ნაბიჯია ვალდებულებების ფონზე, რომლებიც რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ქართული მხარე კვლავ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს, ბოლომდე შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმება და მოახდინოს ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის სრული დეოკუპაცია“.
XS
SM
MD
LG