Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის განცხადებით, ხუთი ექსტრემისტი დაიღუპა აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავის იერიშის შედეგად


პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, სულ ცოტა, ხუთი სავარაუდო ექსტრემისტი დაიღუპა ავღანეთის მოსაზღვრე რეგიონში, აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავის იერიშის შედეგად. ოფიციალური პირების ცნობით, იერიში მიმართული იყო შენობის წინააღმდეგ ჩრდილოეთ ვაზირისტანში მდებარე ღულამ ხანის რაიონში. რეგიონი ითვლება თალიბანისა და ალ-ყაიდის მებრძოლების დასაყრდენად, საიდანაც ახორციელებენ იერიშებს ავღანეთში, ნატოს სარდლობით მოქმედი მრავალეროვანი ძალების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა ბოლოხანს გაახშირა უპილოტო თვითმფრინავების რეიდები პაკისტანში მყოფი სავარაუდო ექსტრემისტების წინააღმდეგ. სექტემბრიდან მოყოლებული, 200-ზე მეტი ადამიანი იქნა მოკლული 40-მდე საჰაერო რეიდის შედეგად.
XS
SM
MD
LG