Accessibility links

ვიკილიკსი შვეიცარიულ ინტერნეტ-სერვერზე გადავიდა


ორგანიზაცია ვიკილიკსი დღეს იძულებული გახდა დომეინი შეეცვალა, ვინაიდან ჰაკერების შეტევის მორიგი ტალღის გამო ამერიკულმა მასპინძელმა დომეინმა შეწყვიტა მისი მომსახურება. აშშ-ში განთავსებული ინტერნეტ-დომეინის, EveryDNS-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სახელწოდება "Wikileaks.org" მან ხუთშაბათს იმ მიზეზით გააუქმა, რომ ვებსაიტზე განხორციელებული შეტევა მის ქსელში მოქმედ ნახევარ მილიონ სხვა ვებსაიტსაც საფრთხეს უქმნიდა. „ვიკილიკსმა“ ახლა შვეიცარიული მასპინძლის, Bahnhoff-ის სერვერზე გადაინაცვლა და მას ახალი მისამართი აქვს - "WikiLeaks.ch".
XS
SM
MD
LG