Accessibility links

ესპანეთში ავიადისპეჩერები სამსახურს უბრუნდებიან


ესპანეთის საავაციო უწყების თანახმად, ამ ქვეყნის ავიადისპეჩერები უბრუნებიან სამუშაოს მას მერე, რაც მთავრობა მათ პასუხისგებაში მიცემით დაემუქრა, თუკი არ შეწყვეტენ გაფიცვას. ტრანსპორტის მინისტრის, ხოსე ბიანკოს თქმით, ესპანეთის საავიაციო ტრანსპორტი ნორმალურ რიტმს 24-48 საათში დაუბრუნდება. ესპანეთის მთავრობამ დღეს ადრე გამოაცხადა საგანგაშო მდგომარეობა, რის შედეგადაც ავიადისპეჩერების ქმედება დაუმორჩილებლობად შეიძლებოდა შეფასებულიყო და მათ მიმართ საქმეც აღძრულიყო. გაფიცვას ასეულათასობით მგზავრის შეყოვნება მოჰყვა. დღეს გაფიცვის მეორე დღე იყო. მისი მონაწილეები ხელფასების ამაღლებას და სხვა პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ.
XS
SM
MD
LG