Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოდორის ხეობიდან დევნილებმა დასახმარებლად საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს


კოდორის ხეობიდან დევნილებმა დღეს საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს და სთხოვეს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს ყოფილი შენობიდან არ გამოასახლონ. მიმართვაში, რომელიც კოდორიდან დევნილმა მე-7 კლასელმა ლიკა ჩხეტიანმა წაიკითხა, ნათქვამია, რომ მომთაბარე ცხოვრებით დაღლილი დევნილებისთვის მიუღებელია სამეგრელოს სოფლებში შეთავაზებული ადგილები, რადგან იქ არანაირი საცხოვრებელი პირობები არ არსებობს. დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის ინფორმაციით, თბილისში 30 სხვადასხვა შენობაში მცხოვრები 5 ათასამდე დევნილი უკვე გააფრთხილეს, რომ საცხოვრებლები 10 დღის განმავლობაში უნდა დატოვონ. დევნილთა სამოქალაქო მოძრაობამ იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლების შეჩერების თხოვნით დღეს მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, თბილისის მერს, კათოლიკოს-პატრიარქს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს და ნორვეგიის საელჩოს.
XS
SM
MD
LG