Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეა თავდასხმით იმუქრება, თუ სამხრეთი კორეა დაგეგმილ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს


ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, ის სამხრეთ კორეაზე თავდასხმას განახორციელებს, თუ სამხრეთი ჩაატარებს საზღვართან მდებარე კუნძულზე დაგეგმილ სამხედრო წვრთნებს. განცხადებით, რომელსაც ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს, ფხენიანის საპასუხო ზომა გაცილებით უფრო მწვავე იქნება, ვიდრე გასულ თვეში სამხრეთ კორეის კუნძულ იონპიონის დაბომბვა, რასაც ოთხი სამხრეთკორეელის სიცოცხლე შეეწირა. ეს ინციდენტი კორეის ომის (1950-53) შემდეგ პირველი შემთხვევა იყო, როცა ჩრდილოეთმა იერიში მიიტანა სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე. სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ სამხედრო წვრთნები, გეგმისამებრ, 18-21 დეკემბერს ჩატარდება, ფხენიანის მუქარის მიუხედავად.
XS
SM
MD
LG