Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2010 წელი ავღანეთში ყველაზე სისხლიანი იყო


ადამიანის უფლებათდამცველების თქმით 2010 წელი ყველაზე სისხლიანი იყო ავღანელი მოქალაქეებისათვის, მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია ქვეყანაში შეიჭრა. არასრული 10 წლის განმავლობაში ავღანეთში 2400 მშვიდობიანი მოქლაქე დაიღუპა. ქაბულში მდებარე ორგანიზაცია „უფლებათა მონიტორინგი ავღანეთში“ საკუთარ ანგარიშში მიუთითებს, რომ დაღუპულთა 60 პროცენტი თალიბანის მეამბოხეთა თავდასხმებს შეეწირა, 21 პროცენტის მკვლელობაზე კი პასუხისმგებელია შეერთებული შტატების სარდლობით მოქმედი სამხედრო ძალები. მომხსენებელთა თქმით კი მშვიდობიან მოქალაქეთა 12 პროცენტის დაღუპვაში პასუხისმგებლობა ავღანეთის სამხედრო ძალებს ეკისრებათ. უფლებათდამცველთა თქმით, 20009 წელს ავღანეთში 2 300 სამოქალაქო პირი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG