Accessibility links

logo-print

რუსეთი გამოეთიშება ბულგარეთ-საბერძნეთის ნავთობსადენის პროექტს


გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი აპირებს, გამოეთიშოს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ნავთობსადენის გაყვანას საბერძნეთთან და ბულგარეთთან ერთად. გაზეთი „ვედომოსტი“ პროექტის შესახებ ინფორმაციის მქონე რამდენიმე წყაროსაგან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის ნავთოკომპანიები „როსნეფტი“ და „გაზპრომ ნეფტი“, ისევე როგორც მილსადენის ოპერატორი კომპანია „ტრანსნეფტი“ ხუთშაბათს, რომში დაგეგმილ შეხვედრაზე გამოაცხადებენ, რომ შეწყვეტენ პროექტის დაფინანსებას. გადაწყვეტილების მიზეზად სახელდება ის გარემოება, რომ ნავთობკომპანიებისაგან არ მიუღიათ ნავთობსადენით სარგებლობის გარანტია და რომ ბულგარეთი უარს ამბობს ნავთობსადენის მარშრუტის დამტკიცებაზე. დღეს იწყება რომში რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის ვიზიტი. მას თან ახლავს „გაზპრომ ნეფტის“ მფლობელი კომპანია „გაზპრომის“ ხელმძღვანელი, ალექსეი მილერი.
XS
SM
MD
LG